არქეოლოგია
მდიდარი ისტორიული წარსული გააჩნია საქართველოს, ქართველ ხალხს. უხსოვარი დროიდან ჩამოყალიბდა საქართველოს მიწაწყალზე ადამიანთა საზოგადოება,საქრთველო არის მსოფლიოს უძველესი მიწათმოქმედი და მესაქონლე ტომების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა.საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა ერთეული ლითონების წარმოების საქმეში.“ქართველმა ხალხმა ადრე შედგა ფეხი ცივილიზებული ცხოვრების გზაზე და გულმოდგინე შრომითა და დამპყრობელთა წინააღმდეგ თავდადებული ბრძოლით შექმნა და დაიცვა თავისი მაღალი, თავისთავადი კულტურა“1
საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულმა არქეოლოგიურმა კვლევა -ძიებამ ნათელჰყო ქართველური ტომების განვითარების ეტაპი.საქართველოს მოსახლეობამ განვლო საზოგადოების განვითრების ყველა ის ეტაპი,რომელიც გაიარა კაცობრიობამ,წარმოშობიდან დღემდე.საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგების მიერ გამოვლენილია ქვის ხანის უძველესი საფეხური.საქრთველოში კარგადაა წარმოდგენილი ძველი ქვის ხანის (პალეოლითის) და ახალი ქვის ხანის (ნეოლითის) საფეხურები.
საქართველოში მოსახლეობა, მახლობელი აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის მსგავსად,სხვა ხალხებზე ადრე გადავიდა განვითარების ახალ საფეხურზე,ენეოლითის (სპილენძ-ქვის)ხანაზე.აღმოჩენილი იქნა ამ 5-7 ათასი წლის წინანდელი ნამოსახლარ ები ( შულავერი,წოფი)7
მტკვარ- არაქსის კულტურის ბოლოსათვის საზოგადოება განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ადის. სწორედ ამ პერიოდიდან იქმნება საფუძველი, რომ გვაროვნული საზოგადოების შიგნით უნდა ჩამოყალიბებულიყო ტომთა დიდი კავშირები,მათი განვითარების შედეგად, მონათესავე ტომთა ჯგუფებს უფრო დიდი გაერთიანების შექმნა შეეძლოთ.ამ პერიოდისათვის იცვლება მეურნეობის ხასიათი,მცირდება მიწათმოქმედქბის როლი და უფრო იზრდება მესაქონლეობის განვითრება,ამის გამო უფრო ინტენსიური ათვისება ხდება მთისწინა და მთიანი ზოლისა.
III ათასწლეულის ბოლოდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიმჩნევა საზოგადოების განვითარების ახალი ეტაპი( ძველი, ზველი, ახჩა, ბერთა ყანა) შუა ბრინჯაოს ხანა,რომელიც II ათასწლეულის შუაწლებამდე გრძელდება. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებში ამ დროისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება,როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობაში, ისე მეურნეობაში.
მესხეთის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები
უკანასკნელი წლებში სამხრეთ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა კვლევა -ძიებამ. გამოავლინა კიდევ ახალი მძლავრი კერა თრიალეთური კულტურა.
1970 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გაერთიანებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აწარმოა დაზვერვითი სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში. ჩატარებული დაზვერვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბრინჯაოს ხანაში, მეტ-ნაკლები ინტესივობით დასახელებულია მტკვრის ორივე სანაპირო ზოლი. მომდევნო ეპოქაში, შუა-ბრინჯაოს ხანაში სამცხე-ჯავახეთში დასახლებული ჩანს მხოლოდ არტაანის მტკვრის აუზი. თრიალეთური ტიპის ყორღანთა ჯგუფები აქ შეიმჩნევა მტკვრის ორივე ნაპირის ტერასების უმრავლესობაზე, „ნიალის“ველი, „ახჩის ’’მინდვრები, ბერთუბანი, ზემოთმოგვი, ბერთაყანა.
სამცხე-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც პროფ.ო.ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა 1970-71 წლებში „ახჩის ველზე ’’ 10 ყორღანი გაითხარა.
ახჩა მდებარეობას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვარძიიდან 3-3,5 კილომეტის დაშორებით.ახჩის ზემოთ ხელოვნურად დატერასებული ველია,რომელიც ადრე სახნავ-სათეს წარმოადგენდა,ეხლა კი საზამთრო საძოვრადაა გამოყენებული.ამ ველზე აღმოჩნდა ერთი ჯგუფი ყორღანებისა. ყორღანებიდან მხოლოდ ერთი ყველაზე მოზრდილი ყორღანია ქვაყრილიანი,დანარჩენი ყორღანები ქვამიწაყრილიანია,შედარებით დაბალი ყრილით.გარდა ამისა ახჩაში გვხდება უყრილო სამარხიები, რომელსაც მოზრდილი ქვებისაგან შეკრული სარტყელი შემოუყვებათ.1
უფრო მცირე ზომისანი არიან ქვამიწაყრილიანი ყორღანები,ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ერთი მეორისაგან.მსგავსი ტიპის ყორღანები შემდეგ ეტაპზე გათხრილი იქნა.შუა საუკუნეები თმოგვის ციხის მოპირდაპირე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ადგილმდებარეობა „კოჟრებსა“ და „ბერთუბანში“.
1957 წელს ვარძიის მახლობლად ნასოფლარ ჭაჭკართან „ნაკალოებზე“ გაითხარა რამდენიმე დიდი და პატარა ყორღანი.ორი დიდი ყორღანი,რომელიც ამ პერიოდში გაითხარა.
1975წელს „მესხეთ-ჯავახეთის“არქეოლოგიური ექსპედიცია იწყებს გათხრებს ყველაზე მაღალ ბუნებრივ ტერასებზე არტაანის მტკვრის აუზში,კერძოდ ნიალის ველზე.
ნიალის ველი ასპინძის რაიონში ერთ-ერთი მაღალმთიანი ზონაა, რომელიც 1700-1800მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ზღვის დონიდან. იგი რაიონის ცენტრიდან 38-40კმ.არის დაშორებული.დღესათვის ამ ველზე რაიონის კოლმეურნეობათა საზაფხულო საძოვრები და სახნავი მინდვრებია გადაშლილი.
ნიალის ველი ერუშეთის პლატოს შემადგენელი ნაწილია.იგი ჯავახეთის პლატოს ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს და ხასიათდება საკმაოდ კონტინენტური ჰავით,საკმაოდ ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ამ მხარის მშრალი კლიმატი ხელს არ უშლის მემინდვრეობის კულტურების მოურწყავად შემოსვლას.
ნიალის ველზე შუაბრინჯაოს ხანის ყორღანები გვხვდება ნასოფლარ დუმეილასთან,ამავე სახელწოდების მდინარის ორივე ნაპირზე.მდ.დუმეილის მარჯვენა ნაპირზე ადგილიმდებარეობა „ყაჩალების“ მიდამოებში, 3 ჰექტარის მოცულობის ფართობზე,აუარებელი ქვების გროვაში გამოვლენილი იქნა 150 ყორღანი. ყორღანები განლაგებული ჯგუფურად.თითოეულ ყორღანს გარშემო შემოვლებული ჰქონდა დიდი ქვებისაგან შემდგარი წრე.უმრავლესობას ემჩნეოდა კამერა დასავლეთით,ხოლო აღმოსავლეთით დრომოსი.
მდინარე დუმეილის მარცხენა ნაპირზე ნასოფლარ დუმეილის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე ქვაყრილიანი დიდი ყორღანი,გათხრის შედეგად ამოღებული იქნა შესანიშნავი სამარხეული ინვენტარ:2 ბრინჯაოს სატევრის პირი, დამახასიათებელი „თრიალეთური “ტექნიკით,აღსანიშნავია მოხატული ჭურჭელი,რომლის მსგავსი ფორმა არ გვხდება თრიალეთურ კულტურაში.
მესხეთში ახლად აღმოჩენილი ყორღანებს ბევრი საერთო აქვთ თრიალეთის ყორღანებთან .საერთოდ აქ დადასტურებული კულტურა თრიალეთურს განეკუთვნება, მაგრამ არის ზოგიერთი სხვაობა,რომლითაც მესხეთის ყორღანები თავისებურ ჯგუფებს ქმნიან.
მესხეთის ყორღანებში უფრო მეტი რაოდენობითაა ყელმაღალი ჭურჭელი,ზოგი მათგანი უფრო მოზრდილია,მაღალი ყელითა და მრგვალი მუცლით.თითქმის ყველა ყელმაღალი დერგი წერტილოვანი ორნამენტითაა შემკული,უპირატესად ზედა ნაწილზე. მხართან წერტილებით ამოვსებული ტეხილის ხაზები შეინიშნება, ორნამენტის მხრივ მესხეთის ჭურჭელზე ვერ ვხვდებით ისეთ მრავალფეროვან და ფაქიზად ნაკეთ ორნამენტს, როგორიც თრიალეთის ყორღანებისთვისაა დამახასიათებელი.
გათხრების ამ ეტაპზე ძნელია მესხეთის ყორღანების პერიოდიზაციაზე მსჯელობა, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც მესხეთში თრიალეთის კულტურა შემოდის და ყალიბდება, აქ მტკვარ -არაქსის კულტურის მძლავრი კერა არსებობს,შემდგომი განვითარება ამ ორი კულტურის შერწყმით მიმდინარეობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტისა და ავსტრალიის მელბურნის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობრივი არქეოლოგიური მრავალწლიანი პროექტი 2009 წლიდან მუშაობს საველე სამუშაოებში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი – კახა კახიანი, გიორგი ბედიანაშვილი, ხოლო ავსტრალიის მელბურნის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქეოლოგი: ანტონიო საგონა და და სხვ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის უნიკალური მასალები, გათხრების შედეგად გამოვლენილია კავკასიის მასშტაბით უნიკალური ქვის ნაგებობები, აკლდამა-სამარხები, ასეულობით თიხის ჭურჭელი, ძველ მეტალურგიასთან დაკავშირებული ნივთები, ჭობარეთის 5500 წლის წინანდელ ნასახლარზე ნაპოვნია ოთხი ჯიშის ხორბლის და სხვა მარცვლოვნების ნაშთები, წინა აზიიდან იმპორტირებული საბეჭდავი (რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი აღმოჩენაა საქართველოში) და სხვ. არანაკლებ მნიშვნელოვანი მასალაა აღმოჩენილი სხვა არქეოლოგიური გათხრების შედეგადაც. რაც ყოველწლიურად გრძელდება სოფ. ძველის, ტოლოშის, ნასოფლარ ერკოტა-ვარნეთის მიდამოებში.
მიუხედავად იმისა,რომ შუა ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლების კვლევა საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, მაინც ბევრი რამ ამ ხანის კულტურაში ბუნდოვანია. ნამოსახლარების შესწავლის გარეშე კი მეურნეობის ხასიათისა და განვითარების დონის წარმოდგენა ძალიან ძნელია! ამ პერიოდის საზოგადოების ყოფა-ცხოვრებაზე მხოლოდ ცალმხრივი სამარხებიდან მომდინარე მასალები არსებობს,რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ნაწილობრივ მაინც აღდგენილი იქნეს შუა ბრინჯაოს ხანის ადამიანის სამეურნეო და სოციალური ყოფა.
წინა ეპოქის მტკვარ-არაქსის დროინდელი არქეოლოგიური ძეგლები თანაბარი ინტენსივობითაა გავრცელებული, ბარსა თუ მთაში შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლები კი თავმოყრილია გარკვეულ ტერიტორიაზე:თრიალეთში (წალკისა და გომარეთის პლატოების,არტაანის მტკვრის აუზი (ნიალა,ახჩა,ბერთაყანა,ჭაჭკარი)კახეთი (კაჭრეთის,სიღნაღის რაიონი,ივრის პირები და სხვა) ძეგლები დაჯგუფებული არიან ხევებსა და ველებზე ძეგლთა ასეთი დაჯგუფება,პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს, როგორც სოციალური მოვლენა.ყორღანების ასეთი დაჯგუფების ერთ-ერთი მიკრორაიონს წარმოადგენს არტაანის მტკვრის აუზი.
მესხეთის ყორღანები საშენად ძნელი ციკლოპური ნაგებობანია.მისი მშენებლობა ერთი გვარის წარმომადგენელთა ძალ-ღონეს აღემატება.არც სეზონურად მოსული ხალხის მიერაა აშენებული და სავარაუდოა, რომ ამ ყორღანების მაშენებლებს იქვე ახლო-მახლო უნდა ეცხოვრათ.საერთოდ შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანების მშენებლობა ისეთ რთულ პირობებთან არის დაკავშირებული,რომ დასაშვებია მისი მშენებლები სადაც ცხოვრობდნენ იქვე მახლობლად იმარხებოდნენ. 2თრიალეთური კულტურის მატარებელი ტომების ადგილ მონაცვლეობა და ერთი ხეობის ფარგლებს არ სცილდება. არტაანის მტკვრის აუზში დაჯგუფებული ყორღანები,მიუხედავად იმისა,რომ თრიალეტის კულტურას განეკუთვნებიან,მაინც თავისებური არიან და ამ კულტურაში ერთ-ერთ ლოკალურ ვარიანტს ქმნიან.
მეგალითები
მეგალითები არის დიდი და ზოგჯერ წარმოუდგენლად უზარმაზარი ლოდებით ნაშენები შენობები. მათი აგება მთელ მსოფლიოში ერთდროულად დაიწყეს ადამიანებმა, როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ერთი სიტყვით ყველა დასახლებულ კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა. მეცნიერები გაკვირვებულები არიან რა მოხდა ისეთი, რომ ყველა კონტინენტზე მესამე ათაწლეულის დასაწყისში ხალხს აზრად მოუვიდა ის, რომ მოეჭრათ კლდეებიდან უზარმაზარი ლოდები, ბევრი მათგანი არც კი დაექუცმაცებინათ, არამედ უბრალოდ დაემუშავებინათ, ფორმა მიეცათ და ზოგჯერ ძალიან მოშორებულ ადგილამდე რაღაც საოცარი ტექნოლოგიით ან უდიდესი გაჭირვებით მიეტანათ და მათით კედლები ამოეყვანათ იმ შენობებისთვის, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულებაც დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება და ბოლომდე გაურკვეველია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მეგალითური ნაგებობების მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში, მაგალითად ძვ.წ. 31-ე საუკუნეშია აგებული მეგალითებიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი (მაგრამ არა ყველაზე შთამბეჭდავი) სტოუნჰენჯი. მეგალითების აგება მთელ მსოფლიოში სწორედ ამ პერიოდიდან საკმაოდ იკიდებს ფეხს და გრძელდება ძვ.წ. მე-2 ათასწლეულშიც კი.
კავკასია ერთ-ერთი ის რეგიონი იყო, სადაც ამგვარი მეგალითები ძალიან დიდი მასშტაბებით შენდებოდა. პროტოქართველები გადააადგილებდნენ უზარმაზარ ლოდებს და ერთმანეთზე აწყობდნენ, რისთვის და როგორ ეს დღემდე გაურკვეველი რჩება, მიუხედავად ამ საკითხების ინტერდიციპლინური კვლევისა არა მხოლოდ საქართველოში და საერთოდ კავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
იმ ტერიტორიებზე, სადაც პროტო ქართველები სახლობდნენ იმ პერიოდში, ეს იყო სამხრეთ კავკასიის უდიდესი ნაწილი, ისტორიული ტაო-კლარჯეთის (დიაოხის), ლაზეთის, ანუ ეხლანდელი მესხეთის და მცირე აზიის დიდ ტერიტორიებზე ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ციკლოპური ნაგებობების მშენებლობა ძვ.წ. III ათასწლეულში, დაახლოებით ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან და გააგრძელეს ასეთი ნაგებობების შექმნა დაახლოებით ძვ.წ. მე-15 საუკუნემდე.საქართველოს მეგალითები დაუმუშავებელი ლოდებით, მშრალად, დუღაბის გარეშეა ნაშენი. არის სიმაგრეები, საცხოვრებელი კომპლექსები, საკულტო ნაგებობები, სამარხები, და სხვ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მეგალითები ძალიან ჰგავს სარდინიასა და ესპანეთში გავრცელებულ მეგალითებს. შემოგთავაზებთ დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე გავრცელებული მეგალითების კერძოდ ასპინძის მუნიციპალიტეტში არასრულ სიას, რომლებიც ძვ.წ. მე-3 – მე-2 ათასწლეულით თარიღდება:
- სოფ. ზველის მიდამოები ნასოფ. ფიქრული – მეგალითი.
- სოფ. აწყვიტის მიდამოები – ზიარეთის მეგალითი
- სოფ. სარო – მეგალითები.
- სოფ. სარო ნასოფლარი ოდისები – მეგალითი
- სოფ. ხიზაბავრა ნასოფლ. ვარანტები – მეგალითი.
- სოფ. ვარგავი – მეგალითი
- სოფ. თოკის – მეგალითი
- სოფ. ტოლოში – ადგ. ხარეშავანის მეგალითი
- სოფ. ტოლოში – ნასოფლ. ალანძიის მეგალითი
- სოფ. ტოლოში – ნასოფ. შალოშეთის მეგალითი
- ნასოფ. ბუზმარეთის მიდამოები – მეგალითი
- ნასოფ. ბუზმარეთის მიდამოები, ნასოფ. შოლოს – მეგალითი
- ნიალის ველი – დუმელიას მეგალითი
- ნასოფ. ნიალა – მეგალითი
- ნასოფ. ახჩიის – მეგალითი
- ნასოფ. ფანაქეთი – მეგალითი
როგორც ხედავთ, აქ მოცემულია მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში ასპინძის მუნიციპალიტეტის სია და ისიც არასრული. შესასწავლია საქართველოს ყველა რეგიონს ტერიტორიები. ეს მთლიანად პროტოქართველთა მემკვიდრეობა და ჩვენი ისტორიაა. აღსადგენია თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი თავდაპირველად აშენებისას, ანუ ჩასატარებელია რეკონსტრუქცია როგორც მინიმუმ ქაღალდზე მაინც. საწარმოებელია არქეოლოგიური სამუშაოები რომ გაირკვეს როგორმა ხალხმა ააშენა ისინი და რა ტექნოლოგიით. რა გენეტიკის მატარებლები იყვნენ ისინი, რომელი ჰაპლოჯგუფები ჰქონდათ მამაკაცის და ქალის მხრიდან, როგორ გამოიყურებოდნენ, რას მიირთმევდნენ ყოველდღიურად, რას აწარმოებდნენ, რამდენად დიდი დასახლებები ჰქონდათ და ვინ ჰყავდათ ისეთი მტრები, რომ ამდენად ძლიერად გამაგრებული ნაგებობების შექმნა სჭირდებოდათ, რაღაც წარმოუდგენლად დიდი შრომის ფასად. ჩასატარებელია უამრავი ინტერდისციპლინური კვლევა, რომ ყველა მთავარ კითხვას პასუხი გაეცეს და აღდგეს საქართველოს დაკარგული და მივიწყებული ისტორია.
მესხეთში ასეთი არქიტექტურა თავდაცვის საჭიროებისა თუ ბუნებრივი პირობების
გამო განვითარდა. ბან¬იანი მესხური სახლები იმ არქიტექტურისა¬ და ჩვენი წინაპრების ოსტატობის ორგან-ული გაგრძელებაა, რომლითაც ციკლოპურ ციხეებს ან მიწისქვეშა მონოლითებს აგებდნენ. მოგეხსენებათ, ჩვენი ციკლოპური ციხეები¬ უდუღაბო ქვით ქრისტემდე 6-7 ათასი წლით ადრეა აშენებული. უხსოვარ დროში ხალხი იმ მიწისქვეშა ქვის მონოლითურ ნაგებობებში ცხოვრობდა, რომლებიც ახლა თითქმის¬ მთელ მესხეთში მიწით არის ამოვსებული.¬ შემდეგ ბანიან სახლებში “ამოვიდნენ”… ჩვენი წინაპრები ტონიან ქვებს იმგვარად თლიდნენ,¬ რომ ნგრევა კილომეტრიან კედელსაც არ დამუქრებოდა. ნაგებობაში სიცივისა თუ სიცხის შეღწევაზე ლაპარაკი ზედმეტია. მათმა აშენებულმა ათასწლეულებს გაუძლო. ასე შენდებოდა ჩვენი ბანიანი სახლების “წინაპარი” მესხური მიწისქვეშა მონოლითებიც.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე მეგალითური ნაგებობის ფოტო: