სპორტი

ასპინძის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კომპლექსური სპორტული სკოლა, სადაც ახალგაზრდები გაწევრიანებულნი არიან ფეხბურთის, მშვილდოსნობის, მძლეოსნობის, ბერძნულ–რომაული და ქართული ჭიდაობის სექციებში. სკოლის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებში.

2010 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბაზაზე შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) ასპინძის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „არწივები“. ამავე ბაზაზე არსებობს არასამეწარმეო (არაკომერციული) ასპინძის მუნიციპალიტეტის რაგბის ჭაბუკთა გუნდი „ლომები