სოფელი ჭობარეთი

ჭობარეთი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ძველის თემში[1] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1440 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 25,5 კილომეტრით. სოფელში არის მარმარილოს და დიატომიტის საბადო. სოფელში დგას ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 290 კაცი.[1]

ნასახლარი

2009 წელს გაზ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნის დროს აღ­მოჩ­ნდა ად­რე ბ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­სახ­ლა­რი საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, რომელიც, სავარაუდოდ, ძველი წელთაღრიცხვით 3500-3000 წლებით თარიღდება. აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვის სა­ბეჭ­და­ვი, რომელიც მე­სო­პო­ტა­მი­ი­დან, ქა­ლაქ ურუქი­დან უნ­და იყოს შე­მო­ტა­ნი­ლი. 2012 წლიდან ძეგლზე მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ექსპედიციის შედეგად, 2013 წელს ძეგლზე აღმოჩნდა ხორბლის ოთხი სახეობა, 2014 წელს კი – ქვის ხელსაფქვავები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისთვის მეურნეობა უკვე განვითარებული იყო. ასევე, აღსანიშნავია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი (ყალიბი), რაც იმის მანიშნებელია რომ ლითონის გარკვეული ნივთები ადგილობრივად მზადდებოდა. ძეგლზე აღმოჩენილია ნამოსახლარის თანადროული სამარხი, სადაც მიცვალებული მოხრილ მდგომარეობაში იყო დაკრძალული. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს გვიან ანტიკური-ადრე შუა საუკუნეების ციტადელი.[3]