სოფელი რუსთავი

რუსთავი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი.[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. სოფლის გადასახვევთან დგას შოთა რუსთაველის ძეგლი, რომლის მახლობლად შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკი.