სოფელი ორგორა

ორგორა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: საყუდაბელი).[1] მდებარეობს ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1240 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. სოფლის მახლობლად არის ბაზალტისა და ვულკანური წიდის საბადოები.