ნიადაგი

ასპინძის მუნიციპალიტეტში ნიადაგი წარმოდგენილია ვულკანური ქანებით. დაბალ ზონაში უმთავრესად საშუალო და დიდი სისქის თიხნარი ტყის ტიპიური ყავისფერი ნიადაგებია გავრცელებული. ერუშეთის მთების კალთაზე ვულკანური ქანების გამოფიტვის ქერქზე დიდი ფართობი უჭირავს საშუალო სისქის ხირხატიან მთის შავმიწებს. ამავე ქედზეა თიხნარი და თიხიანი შავმიწისებრი მთა-მდელოს ნიადაგები. ტყის ზონის ფარგლებში გავრცელებულია ტყის ტიპიური ღია ნიადაგები. ბევრგანაა ძლიერ გადარეცხილი და გაშიშვლებული ნიადაგები.

რაიონის ტერიტორიაზე შეიძლება გამოიყოს შემდეგი ტიპის ნიადაგები და მათი სახესხვაობები:

  • მთა-მდელოს (შავმიწა) – სამი სახესხვაობა.
  • ტყის ყავისფერი – სამი სახესხვაობა (საშუალო სისქის).
  • ალუვიური – ოთხი სახესხვაობა.
  • ყომრალი – სამი სახესხვაობა.
  • მთა-მდელოს დაკორდებული ნიადაგები.