ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი

როსტომ მაგრაქველიძე

დაიბადა 1973 წლის პირველ ნოემბერს ასპინძაში.
1990 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა.
ამავე წელს ჩაირიცხა და დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით ინჟინერი.
1995-1996 წლებში მუშაობდა ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივში საქონელმცოდნედ.
1997 წელს არჩეულ იქნა ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 2006 წლამდე.
ამასთანავე, 2003-2004 წლებში იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2006 წლიდან 2017 წლამდე იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
პარალელურად, 2015-2017 წლებში მუშაობდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ტრენერ ფასილიტატორად.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატები. გავლილი აქვს ტრენინიგები: საარჩევნო პროცესების მართვა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გადამზადება, პარტნიორები საქართველო – მართვა და ეფექტური კომუნიკაცია. ფლობს რუსულ და სომხურ ენებს.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში არჩეულ იქნა ასპინძის თვითთმართველი თემის მერად და შეუდგა ასპინძის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების შესრულებას.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.