ასპინძის მერის მოადგილე

ლევან ბერიძე

დაიბადა დაბა ასპინძაში 1980 წლის 19 იანვარს.
1997 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა.
2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ტექნიკოს-ელექტრიკოსის თანამდებობაზე.
2007-2010 წლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანოს-სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ოფიცრის თანამდებობაზე.
2010-2013 წლებში მუშაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ.
2014-2015 წლებში მუშაობდა შსს დაცვის პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს იურისტად.
2015-2017 წლებში შპს ,,ახალი მესხეთის’’ მენეჯერად.
2017 წელს დაინიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.