,,ასპინძობა-2025’’
ასპინძაში 1770 წლის 20 აპრილს მომხდარი ასპინძის ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ასპინძობა-2025’’ გაიმართა.
ასპინძის ბრძოლის ამსახველი მონუმენტი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დაბის ცენტრში მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.
14 აპრილს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ღონისძიებაზე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანების შემოქმედებითი ჯგუფები, ფოლკლორული ანსამბლი ,,წუნდა’, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,სამცხე’’ და ,,ვარძია’’, სოფელ ჭობარეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ერისა’’ და მოწვეული ჯფუფი ,,ფორტე’’




