შოთაობა-2025

25 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული ,,პოეზიის სახალხო დღესასწაული – შოთაობა-2025″ გაიმართა.

ღონისძიების დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ასპინძაში სამკუთხა პარკში მდებარე და სოფელ რუსთავში შოთა რუსთაველის ძეგლები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.

ღონისძიების ფარგლებში ,,საპატიო ასპინძელის” წოდება მიენიჭათ – წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ მათე (ლაშა ვაშაყმაძეს) , ასპინძის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მაია სუარიძეს, ააიპ ასპინძის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელს პასუხისმგებლიან და შრომისმოყვარე მეეზოვეს მალხაზ კენჭოშვილს.

სახალხო ზეიმზე, მუნიციპალიტეტში 2025 წლის ახალ დაქორწინებული წყვილები ტრადიციულად ,,ვეფხისტყაოსნით’’ დაასაჩუქრეს.

პოეზიის სახალხო დღესასწაულზე ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ პოეტს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული პირველი პრემია (1500 ლარი) მაია მინდელ-ბენაშვილს გადეცა.

მწერალთა კავშირის წევრებმა და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედებითი პატივი მიაგეს პოეზიის უდიდეს გენიას შოთა რუსთაველს.

ღონისძიების პარალელურად, გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და საჯილდაო ქვის აზიდვაში მოეწყო. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს დაწესებული სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეთნოგრაფიულ კუთხეში, სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ადგილობრივ სამზარეულოსა და მესხურ ტრადიციებს გასცნობოდნენ.

საზეიმო კონცერტში მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, კვარტეტი ,,რანინა’’ მონაწილეობდა.

სოფელ რუსთავში „პოეზიის დღესასწაული- შოთაობა’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ყოველწლიურად აღინიშნება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

2026-2029 წ სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026-2029  წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა

ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა

მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.

კონკურსის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირება შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ განყოფილებაში:

➡️ადმინისტრაციული სამსახურის, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სტაჟიორი;

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე – userhr@gov.ge.