სოფელი იდუმალა
იდუმალა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ოშორა).[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნიდან.
1949 წლის 2 აგვისტოს სოფელ იდუმალას შეუერთდა ასპინძის სასოფლო საბჭოს სოფელი მლაშიხევი[2].