ტურისტული მარშრუტები
მარშუტი : ოთა – შორეთი-წითელი ციხე – სანისლაო- ბაკურიანი
ხანგრძლივობა: 2 დღე
მარშუტის სირთულე : მარშუტის გავლა შესაძლებელია სპეციალური ფიზიკური მომზადების და განსაკუთრებული აღჭურვილობის გარეშე.
განთავსება: შესაძლებელია საკემპინგე ბანაკის მოწყობა შორეთის ეკლესიასთან, ან ღამისთევა სამონადირეო ქოხში.
ღირსშესანიშნაობები: საინტერესო ხედები, საინტერესო მასალა ჩიტებზე, მცენარეებზე და ცხოველებზე დაკვირვების მოყვარულთათის, მრავალფეროვანი და საინტერესო ხედები და ისტორიული ძეგლები.
მარშუტი იწყება სოფ. ოთიდან ( ზღ.დ -დან 1300- 1350 მ), რომელიც მდინარის ხეობაშია გაშლილი და წიწვოვან ტყეს ესაზღვრება. სოფლის განაპირას შეხვდებით სასმელი წყლის სათავე ნაგებობებს, საიდანაც დაბის დიდი ნაწილი მარაგდება სასმელი წყლით. სოფელში შესაძლებელია ეწვიოთ ძველ წყლის წისქვილს, მოინახულოთ ძველი მეჩეთი და გაეცნოთ ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას.
სოფლის გავლის შემდეგ გზა მიუყვება წიწვოვან ტყის აღმართს, ვიდრე შორეთის ეკლესიისაკენ დაეშვებით აღმართის თავში შეგხვდებათ მომხიბვლელი პანორამული ხედი, მდინარის ხეობაზე და ტყის ხედზე, რის შემდეგაც გზა ეშვება შორეთის ეკლესიისაკენ, სადაც შეგიძიათ მოაწყოთ საკემპინგე ბანაკი და გაათიოთ ღამე, აქვეა შორეთის კოშკიც საიდანაც შეგიძლიად დატკბეთ დაისის შესანიშნავი ხედით.
მარშუტი გრძელდება კვლავ ტყის გავლით ვიდრე წითელ ციხემდე , საიდანაც გზას სანისლაოსკენ აგრძელებთ, სადაც თქვენ სეზონურად შეგიძლიათ შეხვდეთ ადგილობრივებს, რომლებიც სანისლაოს იყენებენ როგორც სეზონურ სავარგულს მესაქონლეობისათვის. სანისლაოდან გადასვლა შესაძლებელია ბაკურიანის სოფელ ციხისჯვრამდე და შემდეგ დაბა ბაკურიანამდე, რომელიც თავის მხრივ მეტად საინტერესო საკურორტო ზონას წარმოადგენს.
მარშუტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოეწყოს სხვადასხვა ტიპის ტურისტული ლაშქრობები, საფეხმავლო, საცხენოსნო, ველო და ჯიპ-ტურები;
შერეული ფლორა, ფაუნა, მთის წყაროები და ისტორიულ კულტურული ძეგლების სიმრავლე გვაძლევს რესურსს მოეწყოს როგორც კაპიტალური, ისე კარვების ბანაკი.
ინრასტრუქტურა:
1.სასურველია მოეწყოს, გარემოსთან ადაპტირებული ტურისტული თავშესაფრები დაცეცხლის დასანთები ადგილები.
მარშუტი : ასპინძა-ერკოტა (ზიარეთის მთა) – ბუზმარეთი -ნიალა -ლებისი-აგარა- ზედა ვარძია
ხანგრძლივობა: 2 დღე სამანქანო ტურისათვის / 3 დღე საფეხმავლო ტურისათვის.
მარშუტის სირთულე : მარშუტის გავლა შესაძლებელია სპეციალური ფიზიკური მომზადების და განსაკუთრებული აღჭურვილობის გარეშე ფეხით ან მაჭალი გამავლობის ავტო ტრანსპორტით.
განთავსება: შესაძლებელია საკემპინგე ბანაკის მოწყობა შორეთის ან ღამისთევა მწყემსების ბინებში.
ღირსშესანიშნაობები: მარშუტი იწყება დაბა ასპინძიდან და მიემართება სოფ. ერკოტისაკენ, სადაც ამჟამად რამოდენიმე მუდმივად მცხოვრებელი ოჯახია, მას ძირითადად სეზონური მთის სტატუსი აქვს. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგო მისდევენ ადგილობრივები სოფლის მეურნეობას, მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას, შეგიძლიათ მოინახულოთ IX საუკუნის ეკლესია და ნახოთ საბჭოთა კავშირის გავლენა, მისი უარყოფითი კვალი ადგილობრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე.
გზა გრძელდება ბუზმარეთისაკენ , ზიარეთის მთის გავლით რომელიც ზღ. დონიდან 2400-2500 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა თვალწარმტაცი პანორამული ხედებით.
ბუზმარეთში შესაძლებელია ღამისთევა, როგორც ადგილობრივ სასტუმრო სახლში ასევე ფერმერების ბინებში, სადაც შესაძლებლობა მოგეცემათ გაეცნოთ და მონაწილეობა მიიღოთ ყველის დამზადების პროცესში ასევე სხვა ფერმერულ საქმიანობებში.
მომდევნო დღეს გზა გრძელდება
ლებისი-ნიალის მიმართულებით , სადაც შეხვდებით არაერთ პანორამულ ხედს, ცხვრების ფარებს, შეძლებთ გაიაროთ სათიბები და სეზონურად გაეცნოთ თივის დამზადების ტექნოლოგიებს, ამის შედმდეგ მარშუტი მიდი ლებისში სადაც აღმოჩენილია და შეგიძიათ დაათვალიეროთ შუა საუკუნეების მიწისქვეშა დარნები.
ლებისის შემდეგ გზა მიუყვება კვლავ ალპურ ზონას და აგარების მთის გავლით ჩამოდის სოფელ მირაშხნამდე, მდინარე მტკვრის მომხიბვლელ ხეობაში.
მარშუტი : ტოლოში – ალანძია- შალოშეთი-გუნდი-იფნიეთი-ტოლოში
ხანგრძლივობა: 1 დღე სამანქანო ტურისათვის / 2 დღე საფეხმავლო ტურისათვის.
მარშუტის სირთულე : მარშუტის გავლა შესაძლებელია სპეციალური ფიზიკური მომზადების და განსაკუთრებული აღჭურვილობის გარეშე ფეხით ან მაღალი გამავლობის ავტო ტრანსპორტით.
განთავსება: შესაძლებელია საკემპინგე ბანაკის მოწყობა.
მარშუტი – იწყება სოფ. ტოლოშიდან და გზა გრძელდება ნასოფლარი შალოშეთისაკენ, გზად გაივლით ალანძიას ეკლესიას, რომელიც ულამაზესი კანიონით არის გარშემორტყმული, იგი VIII-IX- საუკუნეების ისტორიული ძეგლია, აქვე შეხვდებით კლდეებში გამომავალ წყაროებს, რომლებიც სასმელადაა ვარგისი.
გზად შეგვხვდება არაერთი არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი ტერიტორია და ნასოფლარი, აქვეა საინტერესეო მეგალითური ძეგლების ნაშთებიც, რის შემდეგაც მივდივართ შალოშეთში , შალოშეთს ამჟამად იყენებენ როგორც საზაფხულო საძოვრებს და სათიბებს. აქ შეგიძლიათ გაათიოთ ღამე მწყემსების საცხოვრებლებში ან კარავში და შემდეგ გაუყვეთ გზას ნასოფლარი გუნდისაკენ, სადაც მცირე ზომის ბუნებრივი ტბა და პატარა ეკლესია შეგხვდებათ, რის შემდეგაც აგრძელებთ გზას იფნიეთისაკენ, აქ მომხიბვლელი ხედები, მცირე ზომის სამლოცველოები და ნასოფლარებია, მდიდარი ისტორიით.
იფნიეთიდან კვლავ ვბრუნდებით სოფელ ტოლოშში, შერეული ტყის გავლით.
მარშუტი იძლევა საშუალებას დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა აქტივობები, მაგ მოეწყოს საცხენოსნო ან ველო ტურები.
ინრასტრუქტურა: სასურველია შეირჩეს ადგილი და მოეწყოს, გარემოსთან ადაპტირებული ტურისტული თავშესაფრები დაცეცხლის დასანთები ადგილები.
მარშუტი : ნაქალაქევი-თმოგვის ციხე-ზედათმოგვი-ჭაჭკარი
ხანგრძლივობა: 2 დღე
მარშუტის სირთულე : მარშუტის გავლა შესაძლებელია სპეციალური ფიზიკური მომზადების და განსაკუთრებული აღჭურვილობის გარეშე.
განთავსება: შესაძლებელია საკემპინგე ბანაკის მოწყობა ზედათმოგვის ნასოფლარში, ან ღამისთევაამ დრომდე შემორჩენილ, თავშესაფრად ვარგის ოდა -სახლში.
ღირსშესანიშნაობები: საინტერესო ხედები, საინტერესო მასალა ჩიტებზე და მოყვარულთათის, მრავალფეროვანი და საინტერესო ხედები და ისტორიული ძეგლები, ტიპიური, მესხური ნამოსახლარი, მესხური ოდების ნაშთები.
მარშუტი იწყება სოფელ ნაქალაქევის სიახლოვეს მდბარე ჯოლდის ხიდიდან და მიემართება თმოგვის ციხისაკენ. თმოგვის ციხე X საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, ჩვენამდე მისმა მცირე ნაწილმა მოაღწი, გასაოცარია მისი მდებარეობა, მასშტაბები და სტრატეგიული მნიშვნელობა. ციხის მონახულების შემდეგ გზა ზედა თმოგვისაკენ მიემართება, აქ საშუალება მოგეცემათ ნახოთ ტრადიციული მესხური ნასოფლარი, და საცხოვრისის ნაშთები, მოინახულოთ რამოდენიმე, დღემდე შემორჩენილი ოდა სახლი, აქვე შეგიძლიათ გაათენოთ ღამე კარავში ან მწყემსების საცხოვრებელში.
მიუხედავად სეზონისა, ღრუბლებში გამოკიდებულ ზედათმოგვში ყოველთვის ნისლიანი და მომაჯადოებელი განთიადი იცის. დილით კი გზა გრძელდება ნასოფლარი ჭაჭკარისაკენ, გზად შეხვდებით ადრეული ბრინჟაოს ხანის ყორღანულ სამარხებს , და დაუყვებით დაღმართს ჭაჭკარისაკენ, სადაც შეგხვდებათ კლდეში ნაკვეთი საწნახელები, საცხოვრებლები და სამლოცველოები.
ჭაჭკარის მონახულების შემდეგ კი შეგიძლიათ ესტუმროთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ქართულ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ვარძიას.
ინფრასტრუქტურა: 1. ძეგლთა დაცვის წესების სრული გათვალისწინებით და დაცვით სასურველია მოხდეს აქ არსებული მესხური საცხოვრებლის აღდგენა, რომელიც სამომავლოდ გამოდგება ტურისტულ თავშესაფრად და ასევე ერთგვარი საპრეზენტაციო სივრცე იქნება, რომელიც წარმოდგენას შეუქმნის ვიზიტორს მესხური, ტრადიციული საცხოვრისის შესახებ.
- შესაძლებელია მოეწყოს თმოგვის ციხესთან მისასვლელი ხიდი, რომელიც ვიზუალურად ადაპტირებული იქნება გარემოსთან და არ დაარღვევს ძეგლის ვიზუალური დაცის ზონის პრინციპებს.
მარშუტი: ხერთვისი-კვარშა-გელსუნდა
ხანგრძლივობა: 1 -2 დღე
მარშუტის სირთულე : მარშუტის გავლა შესაძლებელია სპეციალური ფიზიკური მომზადების და განსაკუთრებული აღჭურვილობის გარეშე.
განთავსება: შესაძლებელია სოფ. ხერთვისში ან სოფელ გელსუნდაში საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლებში.
ღირსშესანიშნაობები: საინტერესო ხედები, სხვადასხვა ტურისტული ატრაქციების მოწყობის შესაძლებლობა.
ხერთვისის ციხე ასპინძიდან დაბა ასპინძისდან 13-14 კილომეტრში, მდინარეების მტკვრისა და ფარავანის წყალის შესართავთან მდებარეობს, ეს ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ციხეა მესხეთის ტერიტორიაზე, ციხის მონახულების შემდეგ გზა შეგვიძლია გავაგრძელოთ ჯავახეთის ზეგანზე მდებარე კვარშის ეკლესიისაკენ, რომელიც X-XI, საუკუნის ისტორიული ძეგლია. თვალწარმტაცი სანახავია ჯავახეთის ზეგანიდან გადაშლილი ხედები, აღნიშნული ტერიტორია ტავისი რელიეფისა და მდებარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია სხვადასხვა ტურისტული აქტივობისათვის იქნას გამოყენებული, მაგ:პარაგლაიდინგისათვის, რესურსების შესწავლის შემთხვევაში შეძლება გამოიკვეთოს ზიპ ლაინის მოწყობის რესურსიც.
კვარშიდან ბილიკი დაღმა დაუყვება ჯავახეთის ზეგანს და მთავრდება სოფელ გელსუნდაში, სადაც კლდეში ნაკვეთი თავშესაფრებია, რაც შეიძლება საინტერესო რესურსი აღმოჩნდეს კლდეზე ცოცვისა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის.
რეკომენდაცია ყველა მარშუტისათვის: სასურველია თითოეულ ეს მარშუტი გაიაროს შესაბამისმა ჯგუფმა, რომელიც დეტალებში გამოიკვლევს წვრილმან საჭიროებებს და დასახავს მარკირების და საინფორმაციო ბანერების განთავსების გეგმას, ასევე სრულად და დეტალურად შეისწავლის მარშუტების ტურისტულ პოტენციალს, სხვადასხვა აქტივობების შეთავაზების თვალსაზრისით.