ასპინძის მერის პირველი მოადგილე

დავით პაპაშვილი

დაიბადა დაბა ასპინძაში 1984 წლის 1 იანვარს.
2001 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა.
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თსუ მესხეთის ფილიალი ფინანსები და საბანკო საქმე (ეკონომისტი).
2007-2010 წლებში მუშაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროს სპეციალისტად.
2010-2013 წლებში მუშაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის განყოფილების უფროსად.
2013-2014 წლებში მუშაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ეკონომიკის, ქონების მართვის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსად.
2014-2017 წლებში მუსაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
2017 წლის 24 ნოემბერს დაინიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი