ბიუჯეტი

მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების განხორციელების მთავარი
ინსტრუმენტი ადგილობრივი ბიუჯეტია.
› ყველა მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი;
› მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებისგან.

ბიუჯეტი დროის კონკრეტულ პერიოდში, ძირითადად – ერთი წლის განმავლობაში, ფიზიკური პირის, ოჯახის, ბიზნესის, ორგანიზაციის, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის შემოსავლებისა და გასავლების ერთიანი ჩამონათვალია.

ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი, რომლის შემუშავებასა და განკარგვაზე პასუხისმგებელია
ადგილობრივი ხელისუფლება.