სოფელი საყუდაბელი
საყუდაბელი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ორგორის თემში.[2] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. სოფლის ტერიტორიაზე მოიპოვება ბაზალტი. სოფელში არის XII-XIII საუკუნეების გამოქვაბულის კომპლექსი, მონასტრის ნანგრევები. სოფლის მიდამოებშია ნასოფლარი ვარნეთი.