მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას.
აღნიშნულ ინიციატივას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N72-ე დადგენილება ,,სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ”, ასევე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად რაც ითვალისწინებს განაშენიანების დეტალური გეგმების და მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების პროცესის დიგიტალიზაციას.
აღნიშნული კანონმდებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან.
ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტში, ქალაქთმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსების და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტს.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია უკვე არსებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმა MS.GOV.GE.
MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3(სამი) პლატფორმისგან:
მოქლაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge
საქართველოს ინტერაქტიული https://maps.municipal.gov.ge
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge
მოქალაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადება (I კლასის, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები) ფენის სახით ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს:
მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური, იურიდიული);
ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;
საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს;
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებს და შეტყობინებებს.
ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-2026 “
/in Architecture /by მარიამ დავლაშერიძესამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის საერთო კონსულტაცია გაიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში.
კონსულტაციაზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.
პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 294 ათასი ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტისათვის თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო, გთავაზობთ კრებებისა და კონსულტაციების ჩატარების გრაფიკს:
/in Architecture /by მარიამ დავლაშერიძეეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას
/in Architecture /by მარიამ დავლაშერიძემუნიციპალიტეტში, ქალაქთმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსების და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტს.
მოქლაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge
საქართველოს ინტერაქტიული https://maps.municipal.gov.ge
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge
ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
,,მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის“ ხარჯვის წესში დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე.
/in Architecture /by AspindzaKingასპინძის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან მერიის ინიციატივით და მხარდაჭერით მიზნობრივი ,,მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის“ ხარჯვის წესში დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე.
იხილეთ მეტი აქ.
შოთაობა-2025
/in Architecture /by მარიამ დავლაშერიძე25 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული ,,პოეზიის სახალხო დღესასწაული – შოთაობა-2025″ გაიმართა.
ღონისძიების დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ასპინძაში სამკუთხა პარკში მდებარე და სოფელ რუსთავში შოთა რუსთაველის ძეგლები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.
ღონისძიების ფარგლებში ,,საპატიო ასპინძელის” წოდება მიენიჭათ – წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ მათე (ლაშა ვაშაყმაძეს) , ასპინძის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მაია სუარიძეს, ააიპ ასპინძის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელს პასუხისმგებლიან და შრომისმოყვარე მეეზოვეს მალხაზ კენჭოშვილს.
სახალხო ზეიმზე, მუნიციპალიტეტში 2025 წლის ახალ დაქორწინებული წყვილები ტრადიციულად ,,ვეფხისტყაოსნით’’ დაასაჩუქრეს.
პოეზიის სახალხო დღესასწაულზე ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ პოეტს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული პირველი პრემია (1500 ლარი) მაია მინდელ-ბენაშვილს გადეცა.
მწერალთა კავშირის წევრებმა და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედებითი პატივი მიაგეს პოეზიის უდიდეს გენიას შოთა რუსთაველს.
ღონისძიების პარალელურად, გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და საჯილდაო ქვის აზიდვაში მოეწყო. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს დაწესებული სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეთნოგრაფიულ კუთხეში, სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ადგილობრივ სამზარეულოსა და მესხურ ტრადიციებს გასცნობოდნენ.
საზეიმო კონცერტში მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, კვარტეტი ,,რანინა’’ მონაწილეობდა.
სოფელ რუსთავში „პოეზიის დღესასწაული- შოთაობა’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ყოველწლიურად აღინიშნება.
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა
/in Architecture /by AspindzaKingასპინძის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
2026-2029 წ სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა
ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა
/in Architecture /by მარიამ დავლაშერიძემთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
კონკურსის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირება შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ განყოფილებაში:
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.
სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე – userhr@gov.ge.
ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებულ შენობა-ნაგებობათა და ობიექტთა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია საარჩევნო-სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა
/in Architecture /by AspindzaKingიხილეთ ჩამონათვალი აქ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
/in Architecture /by მარიამ დავლაშერიძეაღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები: ა(ა)იპ ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – კულტურის ცენტრის თანამშრომლები, ფოლკლორული ანსამბლი ,,წუნდა” , ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ვარძია’’ და ა(ა)იპ ვ. მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგები.
#26მაისი
#ესდღეჩვენია
ასპინძობა-2025
/in Architecture /by მარიამ დავლაშერიძე,,ასპინძობა-2025’’
ასპინძაში 1770 წლის 20 აპრილს მომხდარი ასპინძის ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ასპინძობა-2025’’ გაიმართა.
ასპინძის ბრძოლის ამსახველი მონუმენტი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დაბის ცენტრში მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.
14 აპრილს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ღონისძიებაზე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანების შემოქმედებითი ჯგუფები, ფოლკლორული ანსამბლი ,,წუნდა’, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,სამცხე’’ და ,,ვარძია’’, სოფელ ჭობარეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ერისა’’ და მოწვეული ჯფუფი ,,ფორტე’’