ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა

მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.

კონკურსის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირება შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ განყოფილებაში:

➡️ადმინისტრაციული სამსახურის, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სტაჟიორი;

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე – userhr@gov.ge.

ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებულ შენობა-ნაგებობათა და ობიექტთა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია საარჩევნო-სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა

იხილეთ ჩამონათვალი აქ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

🇬🇪26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის გართობისა და დასვენების პარკში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

🇬🇪საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა მამა დავითმა აღავლინა.

🇬🇪ზუსტად 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

🇬🇪ამ დღესთან დაკავშირებით ასპინძის კულტურის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები: ა(ა)იპ ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – კულტურის ცენტრის თანამშრომლები, ფოლკლორული ანსამბლი ,,წუნდა” , ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ვარძია’’ და ა(ა)იპ ვ. მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგები.

🇬🇪ღონიძიებას ორგანიზება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

#26მაისი

#ესდღეჩვენია

ასპინძობა-2025

,,ასპინძობა-2025’’

ასპინძაში 1770 წლის 20 აპრილს მომხდარი ასპინძის ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ასპინძობა-2025’’ გაიმართა.

ასპინძის ბრძოლის ამსახველი მონუმენტი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დაბის ცენტრში მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.

14 აპრილს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ღონისძიებაზე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანების შემოქმედებითი ჯგუფები, ფოლკლორული ანსამბლი ,,წუნდა’, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,სამცხე’’ და ,,ვარძია’’, სოფელ ჭობარეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ერისა’’ და მოწვეული ჯფუფი ,,ფორტე’’

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-2025 “

⭕ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 “-ის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

სოფლის საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში: იდუმალაში, ოშორასა და რუსთავში.

🔸აღნიშნულ შეხვედრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔸კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

🔸პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია – გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

🔸აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.

🔸დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-2025 “

⭕ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 “-ის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

🔸სოფლის საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭობარეთში, ძველში, ორგორასა და საყუდაბელში.

🔸აღნიშნულ შეხვედრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔸კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

🔸პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია – გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

🔸აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის

გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.

🔸დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-2025 “

⭕ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025“ -ის ფარგლებში სოფელ დამალაში კონსულტაცია გაიმართა.

🔸 აღნიშნულ შეხვედრას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔸კრებაზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

🔸პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია – გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

🔸აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის

გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.

🔸დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-2025 “

⭕ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 “-ის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

🔸სოფლის საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში: აწყვიტაში, ტოლოშში, ხერთვისში, გელსუნდაში, ხიზაბავრაში, საროში, ნიჯგორში, ვარგავში, თოკში, ოთასა და ივერიაში.

🔸აღნიშნულ შეხვედრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔸კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

🔸პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია – გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

🔸აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის

გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.

🔸დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 “

⭕ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 “-ის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო.

🔸 6 თებერვალს, სოფლის საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში: მირაშხანი, თმოგვი, ნაქალაქევი და ფია.

🔸აღნიშნულ შეხვედრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔸კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

🔸პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია – გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

🔸აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.

🔸დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

2025 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები

ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის,ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ.);

ბ) სარწყავი სისტემები;

გ) სანიაღვრე არხები;

დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;

ვ) ხიდები,ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

ზ) გარე განათება;

თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

კ) ამბულატორიის შენობები;

ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

მ) სპორტული ინფრასტრუქტრა, მოედნები და მოედნების ინვენტარი,

ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

პ) მინიჰესები და შესაბამსი რეაბილიტაცია/ აღდგენა;

ჟ) გეოგრაფიული ობიქტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;

რ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი.