„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-2026 “
ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026 “-ის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის საერთო კონსულტაცია გაიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში.
კონსულტაციაზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.
პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 294 ათასი ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტისათვის თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.




