სოფელი ტოლოში
ტოლოში — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: გულსუნდა, ხერთვისი).[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში მოიპოვება ბაზალტი და ტეშენიტი. სოფელში დგას VIII-IX საუკუნეების ეკლესია ალანძა.