საბავშვო ბაღები

  ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება

ასპინძის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, რომელიც  4  საბავშვო ბაღს აერთიანებს.  ასპინძის N1 საბავშვო ბაღი, ასპინძის N2 საბავშვო ბაღი, სოფელ ტოლოშის საბავშვო ბაღი და სოფელ რუსთავის საბავშვო ბაღი.   საბავშვო ბაღებში შენობის შიდა და გარე სივრცეები, სათამაშო მოედნები,  სამზარეულოები და საპირფარეშოები მაქსიმალურად კეთილმოწყობილია.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ოთხივე საბავშვო ბაღში 420 აღსაზრდელი ირიცხება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის  გვერდში  დგომით  ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების საბავშვო ბაღებში ყოველთვის იქმნება ყველა პირობა  იმისათვის რომ აღსაზრდელებმა მიიღონ ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლება.

ხელმძღვანელი ელისო ბექაური, მობ.: 595-450-914