სოფელი ნაქალაქევი
ნაქალაქევი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თმოგვი, მირაშხანი, ფია).[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში იყო ძველი ქალაქი წუნდა. სოფელში არის ტეშენიტის საბადო.