კურორტები


ბალნეოლოგიური „კურორტი ასპინძა“

გთავაზობთ მკურნალობას და დასვენებას



კურორტი ასპინძა მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში. დაბის ცენტრიდან ერთი კილომეტრის მანძილზე, ზღვის დონიდან 1050 მ სიმაღლეზე, ახალციხე-ახალქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაცილებულია 200 მეტრით. იგი განთავსებულია მდ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე. ასპინძის მუნიციპალიტეტის ხასიათდება მშრალი კლიმატით.

ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი, რომელიც წარმოადგენს თერმულ, სუსტად მინერალიზებულ ჰიფროსულფიდ-ქლორნატრიუმ-კალციუმის მარილების შემცველ წყალს.

მინერალური წყლის სამკურნალო ჩვენებაა:

  1. ქორნიკული ართრიტები: ინფექციური,რევმატული, ტრავმული და ენდროკიული წარმოოშობის;
  2. მსუბუქი ფორმის სპონდილოოზები და სპონდილოართროზობი;
  3. ჰიპერტონული დაავადება პირველ სტადიაში;
  4. თრომბოფლებიტები პირველი სტადია(მწვავე პერიოდიდან არაუადრეს 3 თვისა)
  5. პერიფერიული ნერვიული სისტემის დაავადებები(ნევრიტები, ნევრალგიები, რადიკულიტი და სხვა.);
  6. საშვილოსნოს და მისი დანამატების ქორნიკული ანთებითი პროცესები.

საწინააღმდეგო ჩვენებებია:

  1. ყველა დაავადება მწვავე პერიოდში;
  2. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა II-III ხარისხის;
  3. ცენტრალურ ნერვულ სისტემის ოგრანული დაავადებები;
  4. ორსულობა 4-5 თვის ზევით;
  5. ჰიპერტონული დაავადება 2-3 სტადიაში.

სამკურნალო აბაზანის ერთჯერადი სარგებლობისათვის ფასი-5 ლარი.

ერთი დღე-ღამის რირებულება ბინით და მკურნალობით 20 ლარი, ბინით, მკურნალობითა და სამჯერადი კვებით – 40 ლარი.

სასტუმროს  სარგებლობისათვის ერთ დღე-ღემის ღირებულება 15 ლარი, კეთილმოწყობილ კოტეჯში ორსაწოლიანი  ნომრის ღირებულება 60 ლარი.

კურორტს ემსახურბეა ექიმი. მუშაობს სასადილო.

მომსახურების ღირებულების გადახდა შეიძლება როგორც ნაღდ, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კურორტის ადინისტრაციას.

მისამართი: დაბა ასპინძა -ვარძიის ქუჩა ნ79

შ.პ.ს. „კურორტი ასპინძა“

ტელ: (364) 29-17-22;

(364) 29-18-16;

მობ.: 599-22-82-33;



ვარძია რეზორტი

სასტუმრო, სპა, რესტორანი

ვარძიარეზორტის ტერიტორიაზე ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ყოველდღიურობისგან იზოლირებულ სამყაროში იგრძნოთ. აღდგენილი უძველესი ტერასები, ხეხილის ბაღები, აუზები, ჩანჩქერები, სათამაშო სპორტული მოედანი და შთამბეჭდავი ხედი კლდეში ნაკვეთ ქალაქ – ვარძიაზე. აქვე შეძლებთ თავად დაამზადოთ და დააგემოვნოთ ტრადიციული მესხური კერძები და დაესწროთ ღვინის დეგუსტაციასა და სხვადასხვა კულინარიულ მასტერ-კლასებს.

უფრო დეტალურად ეწვიეთ  ვარძია რეზორტის ვებ გვერდს