სოფელი თმოგვი
თმოგვი (ყოფილი მარგასტნი) — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქევის თემში.[1] მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1260 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 23 კილომეტრით.
ისტორიული ძეგლები
თმოგვი იყო ქართველ დიდგვაროვანთა საგვარეულოს — თმოგველების სოფელი. სოფელში შემორჩენილია თმოგვის ციხე, რომელიც IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზეა ბერისხევი და ბერთაყანა — კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, ზედა თმოგვის ეკლესია.