ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები


ასპინძის გარეგანათება

ა(ა)იპ,,ასპინძის გარეგანათება“-ის სამსახური მოიცავს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მის რაიონში გარეგანათების ქსელების სწორ და გამართულ მუშაობას. ვახორციელებთ არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა, მოწესრიგებას; დაზიანებული და ამორტიზირებული განათების ბოძების შეღებვა, შეკეთებას;

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარეგანათებას. სულ რაიონის მასშტაბით 3000 (სამიათასი)სანათი ბოძია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ,ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარეგანათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეგანათების სამსახურის მიზანი უსაფრთხო გადაადგილება და განათებული ქუჩებია.



 ასპინძის მელიორაციის და სოფლების სასმელი წყლის ცენტრი

ა(ა)იპ ასპინძის მელიორაციის და სოფლების სასმელი წყლის ცენტრი მუშაობას ახორციელებს – იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცენული წესდების, მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მოცემული რეკომენდაციების,მითითებების და შენიშვნების მიხედვით.

ორგანიზაციის ძირითად მიზანს და უფლებამოსილებას წარმოადგენს:

– უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადმოცემული ობიექტების შესაბამისად ბენეფიციარების დაკმაყოფილება, როგორც მელიორაციული, ასევე სასმელი წყლით.

– მელიორაციული ობიექტების: ჰიდროტექნიკური ნაგებობების, გრავიტაციული სარწყავი არხების, სატუმბო სადგურების ექსპლოატაცია, დაცვა და შენახვა.

– მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და სამუშაოებისათვის საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა, მელიორაციული წყლის ხარჯების დადგენა, დამტკიცებული ტარიფების შესაბამისად საფასურის ამოღება.

– სოფლების სასმელი წყლის ობიექტები: დრენაჟების, სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, მაგისტრალური ქსელის გამანაწილებლების და სამომხმარებლო ქსელების ექსპლოატაცია დაცვა.

– მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი სასმელი წყლის ქლორით გაუსნებოვნებასა და წყალსადენის ნაგებობის დეზინფექციის ჩატარება.

– მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და სამუშაოებისათვის საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა, ბენეფიციარების სასმელი წყლით მომსახურებისათვის გადასახადის კომლზე დადგენილი საფასურის ამოღება.



ასპინძის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრი

საქმიანობა-ფუნქციები:

საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის კონტროლი;

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;

პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა;

„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

COVID-19 პანდემიის პირობებში დადასტურებული შემთხვევების მოკვლევა და კონტაქტების  დეტალური მოძიება, შემდგომი მიდევნება და ა.შ.



შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი

 ,,ცენტრის“ მიზნები და საქმიანობა:

ასპინძის მუნიციპალიტეტში განახორციელოს შშმ მოზარდთა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ მიზნის მისაღწევად იგი უზრუნველყოფს შშმ პირთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას;

განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაციის აღსაკვეთად;

უზრუნველყოს ყველა ბენეფიციარის მიერ თანაბარი უფლებებით სარგებლობა,რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ პრივილეგიას მცირე ჯგუფების მიმართ;

სათანადო პირობების შექმნით უზრუნველყოს ბენეფიციართა უფლებების რეალიზაცია;

უზრუნველყოს საჭირო რაოდენობისა და ხარისხის დამხმარე საშუალებების შეძენა (მ.შ. საინვალიდო ეტლები) თავისუფალი გადაადგილებისათვის;

,,ცენტრის“ საქმიანობა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის წესით დამტკიცებულ სტანდარტებთან და მხარდაჭერილია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ.  ,,ცენტრის“ საქმიანობა ამჟამად გათვლილია ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10 საშუალო თუ მსუბუქი ხარისხის ინტელექტუალური შეზღუდვის, განვითარების თავისებურებების მქონე მოზარდსა (12 წლიდან) და ახალგაზრდაზე. მათი ,,ცენტრში’’ მიღება ხდება ანკეტირების, სამედიცინო დიაგნოზის წარდგენის, მათთან და მშობლებთან,  მინდობით აღმზრდელებთან  გასაუბრების შედეგად. ისინი ადაპტირებულ გარემოში იღებენ მონაწილეობას მეცადინეობებში სამკურნალო პედაგოგიკის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ინდივიდუალური და ჯგუფური აბილიტაცია-რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ფუნქციონალურ-სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო/პროფესიული უნარების განვითარებას, ერთჯერად კვებას, ტრანსპორტირებას შინიდან  ,,ცენტრში“ მიყვანის და უკან დაბრუნების მიზნით.

,,ცენტრის“ საქმიანობას ხელს უწყობს ოკუპაციური თერაპევტის, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის პერიოდული კონსულტაციები და აგრეთვე ბენეფიციარების ჩართულობა ინკლუზიურ, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში საბანაკო შეკრებების დროს, რასაც  უზრუნველოფს თანადამფუძნებელი კავშირი ,,რეა“.

,,ცენტრის“ საქმიანობა უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს მათი განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.



ასპინძის სახელოვენებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება



ვ. მაღრაძის სახელობის ასპინძის სამუსიკო სკოლა

ასპინძის სამუსიკო სკოლამ არსებობა 1960 წლიდან დაიწყო.

1996 წლის 19 აგვისტოს რაიონული გამგეობის სხდომის  გადაწყვეტილებით, სამუსიკო სკოლას  ქართველი კომპოზიტორის, ფოლკლორისტისა და მესხური სიმღერების გადამრჩენელის -ვალერიან მაღრაძის სახელი მიენიჭა. სკოლის არსებობის 61 წლიანი ისტორიის განმავლობაში იყო აღმავლობისა და პროფესიული წინსვლის პერიოდები, ქვეყნის დამოუკიდებლობის შენების გზაზე იყო სკოლისათვის უძრაობისა და სირთულეების წებიც , თუმცა სკოლას შემატებული ნახევარსაუკუნეზე მეტი ჭაღარანარევი წელისა, იგი ღირსეულად აგრძელებს მოღვაწეობას.

ასპინძის   სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურ შემოწქმედებით საქვმიანობას ეწევიან.  მონაწილეობას ღებულობენ,როგორც  შიდასასკოლო კონცერტებში, ასევე, რაინისა და რესპუბლიკის მასშტაბით დაგეგმილ  კონკურსებსა  და ფესტივალებში . სამუსიკო სკოლის მოსწავლემ 2015 წელს წარმატებით  იმონაწილევა  თურქეთში განხორციელებულ კონკურსზე.

ასპინძის სამუსიკო სკოლა ყოველთვის იყო კულტურისა და კლასიკური მუსიკის კერა, ამას მოწმობს სტუმართა გრძელი სია, რომელთა სტუმრობაც აღაფრთოვანებდა სამუსიკო სკოლის ქომაგდთ.

ასპინძის სამუსიკო სკოლას ერგო პატივი ემასპინძლა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასათვის, რომელმაც  შთაბეჭდილებების წიგნში   მნიშვნელოვანი ჩანაწერი გვისასხსოვრა.

ასევე გვსტუმრობდნენ ცნობილი კომპოზიტორები:  მედეა ფანიაშვილი, რუბენ კაჟილოტი, შოთა ალთუნაშვილი,  ვაჟა აზარაშვილი, კახა ცაბაძე, ტრიო ,, საუნჯე,,- სოლისტი სალამური- ნიკო ნადირაშვილი,  ახალგაზრდა ვიკალისტი თამუნა ოთანაძე.

ასპინძის სამუსიკო სკოლაში შემოქმედებით საღამოებს მართავდნენ მსახიობი ლეო ანთაძე, პოეტები: ბელა ქებურია, მანანა დანგაძე და  თინათინ მღვდლიაშვილი.

საამაყოა, რომ   ვ. მაღაძის სახელობის ასპინძის სამუსიკო სკოლა განაგრძობს ღირსეულ ფესვებზე შემოქმედებით  საქმიანობას , რაც საწინდარია წარმატებული მომავლისა.



ასპინძის სასპორტო გაერთიანება

ასპინძის სასპორტო გაერთიანება აერთიანებს  სპორტის 5 სახეობას. კერძოდ: ფეხბურთის სექცია, რაგბის სექცია, ძიუდოს სექცია, მძლეოსნობის სექცია, ბ/რ ჭიდაობის სექცია;

გაერთიანების ძირითადი პრინციპებია: – სპორტული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება; – ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლების და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ხელშეწყობა; – აღნიშნული სპორტის მასობრიობის და ხელმისაწვდომობის პირობების შექმნა; – სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის ვარჯიშების ორგანიზება და შესაბამისი პირობების შექმნა; – გაერთიანების შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათის საჭირო ხარჯების დაფინანსება; – სპორტული ტრადიციების შენარჩუნება; – სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო თასების, სიგელების, ჯილდოების შეძენა; – სასპორტო გაერთიანებისათვის სპორტული ინვენტარის, სპეციალური ფორმებისა და სპორტული აღჭურვილობის შეძენა; – სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ორგანიზება; – მწვრთნელთა ოსტატობის ამაღლების მიზნით ტრენინგ-სემინარებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; – ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; – სპორტსმენთა ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლისათვის სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფა; –  გაერთიანებაში არსებული სპორტის სახეობების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება;



 ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება

ასპინძის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, რომელიც  4  საბავშვო ბაღს აერთიანებს.  ასპინძის N1 საბავშვო ბაღი, ასპინძის N2 საბავშვო ბაღი, სოფელ ტოლოშის საბავშვო ბაღი და სოფელ რუსთავის საბავშვო ბაღი.   საბავშვო ბაღებში შენობის შიდა და გარე სივრცეები, სათამაშო მოედნები,  სამზარეულოები და საპირფარეშოები მაქსიმალურად კეთილმოწყობილია.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ოთხივე საბავშვო ბაღში 420 აღსაზრდელი ირიცხება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის  გვერდში  დგომით  ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების საბავშვო ბაღებში ყოველთვის იქმნება ყველა პირობა  იმისათვის რომ აღსაზრდელებმა მიიღონ ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლება.


ასპინძის მთავარი ბიბლიოთეკა

ასპინძის  მთავარი   ბიბლიოთეკისა   და  საბავშვო  ბიბლიოთეკის  ძირითადი მისია მუდმივი განათლების უზრუნველყოფაა.  ყველა ტიპის  ბიბლიოთეკის ამოცანაა:  დაეხმაროს მკითხველს  განათლების  მიღებაში.  თავდაპირველად ბიბლიოთეკები საყოველთაო,  საზოგადოებრივი სარგებლობისათვის შეიქმნა.   მწერლებთან შეხვედრებით, ხელოვანთა ღონისძიებებით,  მოძრავი გამოფენებით და სხვა კულტურული  პროგრამებით ბიბლიოთეკა ხელს უწყობს  საზოგადოებას  ინტელექტის  ამაღლებაში,  ასეთი ტიპის პროგრამები ამდიდრებს და აკმაყოფილებს ბიბლიოთეკისა და მკითხველის მოთხოვნებს.

საბიბლიოთეკო მომსახურების რესურსი  უამრავია,  როგორც თვალსაჩინო ისე ზეპირი, ინფორმაციულ – საცნობარო,  ანალიტიკურ სამსჯელო თუ ესთეტიკურ საგანმანათლებლო. ძირითადი მიზანი  მკითხველის აქტიური ჩართვა,  მისი დაინტერესება,  გონების  ჰორიზონტის გამდიდრებაა.

ახლანდელი ბიბლიოთეკები სხვაგვარია,  იგი არამარტო წიგნების  დაუნჯებისა და კითხვის ადგილია, არამედ ელექტრონული  რესურსების გამოყენების  ობიექტი,  ინფორმაციის ამოუწურავი ბაზა,  სადაც შეიძლება ისწავლოს,  დაეუფლოს რომელიმე საგანს,   მიიღოს თვით განათლება, მიიღოს საჭირო ცოდნა,  დააზუსტოს მისთვის საჭირო გაუგებარი საკითხები, შეხვდეს და მოუსმინოს საინტერესო ადამიანებს, ხელი შეუწყოს საკუთარი შემოქმედების გამომზეურებას,  ჩაებას  დისკუსიებში  და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დაისვენოს.

მთავარი  და  საბავშვო  ბიბლიოთეკის  ერთერთ  მთავარ  მიმართულებას  შეადგენს  ბეჭდური  და  ელექტრონულ   ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის   უზრუნველყოფა   ბიბლიოთეკაში  აუცილებელია   –  მკითხველთა  მომსახურების  გაგების  უნარი;

  • ადგილობრივი  კულტურული  მრავალფეროვნების  ცოდნა;
  • საზოგადოების  სხვადასხვა  სოციალურ  ფენებთან  დადებითი,   პოზიტიური  ურთიერთობის  უნარი;
  • საინფორმაციო და  საკონუმიკაციო  ტექნოლოგიების  ფლობა;
  • მკითხველებთან, საზოგადოებასთან    ურთიერთობის  მორალურ – ეთიკური  ნორმების  დაცვა;
  • საბიბლიოთეკო მომსახურების  პრინციპების  დაცვა.

ბიბლიოთეკას    შემუშავებული  აქვს  საინფორმაციო  მომსახურების  წესების  შემუშავება  ბიბლიოთეკის  პროფილისა  და მკითხველთა  სოციალური  ჯგუფების  ინტერესების  გათვალისწინებით  საბიბლიოთეკო  მომსახურების  დაგეგმვა,  შედგენილი  აქვს  წლიური  და კალენდარული,  საერო, საეკლესიო, პოლიტიკური და საიუბილეო ( მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების)  თარიღების გათვალისწინებით.  იგეგმება წმინდა საბიბლიოთეკო ღონისძიებები    ( ბიბლიოთეკარის დღე , საბიბლიოთეკო კვირეული, საანგარიშო კონფერენცია),   წიგნის გარეშე  არ შეიძლება სრულყოფილი ცოდნის მიღება,  საჭიროა ყველა სარგებლობდეს  ბიბლიოთეკების ამ აუნაზღაურებელი სიკეთით.



ასპინძის კეთილმოწყობა