საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ასპინძაში საზეიმოდ აღინიშნა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზაქარიამ გადაიხადა. დაბის ცენტრში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, მუსიკალური სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ანსამბლები („წუნდა“, „სამცხე“, „ვარძია“, „ივერია“) მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ასპინძის […]
