20 აპრილი-ასპინძის ბრძოლის დღე
20 აპრილს, ასპინძის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა, მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ბესიკ ბერიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა დავითმა ომის ამსახველ მონუმენტურ ძეგლთან გადაიხადა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და 1770 წლის 20 აპრილს გამართული ასპინძის ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: გიორგი ქოჩიაშვილმა, როსტომ მაგრაქველიძემ და საპატიო ასპინძელმა, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორმა ავთანდილ ბერიძემ.
ღონიძიებას ორგანიზება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.







