საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

🇬🇪26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის გართობისა და დასვენების პარკში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

🇬🇪საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა მამა დავითმა აღავლინა.

🇬🇪ზუსტად 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

🇬🇪ამ დღესთან დაკავშირებით ასპინძის კულტურის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები: ა(ა)იპ ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – კულტურის ცენტრის თანამშრომლები, ფოლკლორული ანსამბლი ,,წუნდა” , ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ვარძია’’ და ა(ა)იპ ვ. მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგები.

🇬🇪ღონიძიებას ორგანიზება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

#26მაისი

#ესდღეჩვენია