2025 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები

ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის,ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ.);

ბ) სარწყავი სისტემები;

გ) სანიაღვრე არხები;

დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;

ვ) ხიდები,ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

ზ) გარე განათება;

თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

კ) ამბულატორიის შენობები;

ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

მ) სპორტული ინფრასტრუქტრა, მოედნები და მოედნების ინვენტარი,

ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

პ) მინიჰესები და შესაბამსი რეაბილიტაცია/ აღდგენა;

ჟ) გეოგრაფიული ობიქტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;

რ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი.