„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-2025 “
ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 “-ის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლის საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭობარეთში, ძველში, ორგორასა და საყუდაბელში.
აღნიშნულ შეხვედრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია – გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის
გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.




