საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ასპინძაში საზეიმოდ აღინიშნა

💢​ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზაქარიამ გადაიხადა.

💢დაბის ცენტრში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, მუსიკალური სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ანსამბლები („წუნდა“, „სამცხე“, „ვარძია“, „ივერია“) მონაწილეობდნენ.

💢ღონისძიების ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა (I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი).

🇬🇪ღონისძიების ორგანიზატორი ასპინძის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური იყო.

#26მაისი#დამოუკიდებლობისდღე