სოფელი ოთა
ოთა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი.[1] მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოთის ნაპირას. ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. სოფელში დგას ოთის ციხე, მიდამოებში — შორეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი.