სოფელი ხიზაბავრა
ხიზაბავრა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ნიჯგორი, სარო).[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჭობარეთისწყლის ნაპირზე. ზღვის დონიდან 1590 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. სოფელში არის ბაზალტისა და ანდეზიტის საბადოები. აქ დგას შუა საუკუნეების ეკლესია.