ბიუჯეტი
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების განხორციელების მთავარი
ინსტრუმენტი ადგილობრივი ბიუჯეტია.
› ყველა მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი;
› მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებისგან.
ბიუჯეტი დროის კონკრეტულ პერიოდში, ძირითადად – ერთი წლის განმავლობაში, ფიზიკური პირის, ოჯახის, ბიზნესის, ორგანიზაციის, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის შემოსავლებისა და გასავლების ერთიანი ჩამონათვალია.
ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი, რომლის შემუშავებასა და განკარგვაზე პასუხისმგებელია
ადგილობრივი ხელისუფლება.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლების პრიორიტეტები
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების თაობაზე
2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა