გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
ასპინძის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელსაც ესაზღვრება სამხრეთ-დასავლეთიდან თურქეთის რესპუბლიკა 42კმ. ჩრდილოეთ-დასავლეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტი 32 კმ, ჩრდილოეთით ბორჯომის მუნიციპალიტეტი 38 კმ აღმოსავლეთით ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 40კმ.
ასპინძის მუნიციპალიტეტი განთავსებულია მდ. მტკვრის ხეობაში, რომელიც გარშემორტყმულია სამხრეთით ერუშეთის ქედით, ჩრდილოეთით თრიალეთის ქედით, ნაწილი ტერიტორიისა განთავსებულია ჯავახეთის ზეგანზე ფართობი 828 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი _ დაბა ასპინძა.
მთაგორიანი რელიეფის გამო მოსახლეობა განლაგებულია ზღვის დონიდან 900 – 1 700 მ სიმაღლეზე
მუნიციპალიტეტის დაშორება რეგიონალურ ცენტრთან – ახალციხე 32კმ, დედაქალაქთან 239 კმ, მთავარ სარიკინიგზო მაგისტრალთან 32კმ, აეროპორტთან 250 კმ, უახლოეს საბაჟოსთან (ვალე) 50 კმ, უახლოეს პორტთან (ფოთი) 310 კმ, უცხო ქვეყნის სასაზღვრო ზოლთან (თურქეთის რესპუბლიკა) 42 კმ.
მუნიციპალიტეტში შედის 1 დაბა, 14 ტერიტორიული ორგანო, 23 სოფელი. ასპინძის მუნიციპალიტეტს კვეთს მდინარეები მტკვარი და ფარავანი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია აგებულია უმთავრესად ზედაპლიოცენური ანდეზიტ–ბაზალტური და დაციტური ლავებით, აგრეთვე მიოპლიოცენური დოლერიტებით, ბაზალტებით, ანდეზიტებით, ტუფებით, კონგლომერატებით, ტუფქვიშაქვებით.
ასპინძის მუნიციპალიტეტის კლიმატი მეზობელი რაიონებისაგან განსხვავებით შედარებით თბილია. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედგება: მთიანი ნაწილი (სიმაღლით 2963.8მ). ზომიერად მშრალი 550-600მ.მ ნალექი წელიწადში. საშულო ტემპერატურა ზაფხულში 170, ზამთარში -40.