ენერგეტიკა


დღესდღეობით საქართველო გახდა რეგიონალური ჰიდროენერგეტიკის ცენტრი , სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ამ სექტორის განვითარებას, რაც სამომავლოდ საქართველოს მისცემს შესაძლებლობას გახდეს ელექტრო ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა.

ამ კუთხით ასპინძის რეგიონიც ხდება ჰიდროელექტრო რესურსების ნაწილი.


ხერთვისის ჰიდროელექტროსადგური

ხერთვისის ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) სათავე ნაგებობის განთავსებულია
ხერთვისის ციხიდან დაახლოებით 400-500 მ დაშორებით მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე
(სოფ. ტოლოშიდან დაახ. 700მ, სოფ. ხერთვისის პირდაპირ), რეზერვუარი მოწყობილია მდ. მტკვარზე
(თურქეთ-საქართველოს საზღვარი) ოლოდას სამონასტრო კომპლექსიდან 800 მ-ის დაშორებით და კაშხალის სიმაღლე შედგენს 86.5 მ-ს. აღნიშნული კაშხლიდან მდ. მტკვრის შედინების გადაქაჩვა
ხდება 19.4 კმ სიგრძის სადაწნევო გვირაბით ხერთვისის ჰესისკენ.

ხერთვისის ჰესი სიმძლავრე  შედგენს – 85.7 მგვტ.



ასპინძის ჰიდროელექტროსადგური

მტკვარი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე მტკვარზე სოფ. რუსთავიდან დაახ. 4 კმ-ის დაშორებით, სადაც მოეწყობა მცირე ზომის რეზერვუარი. 10 მ სიმაღლის ბეტონის კაშხლის მოწყობა კი იგეგმება ასევე მდ. მტკვარზე სოფ. ტოლოშიდან 1.7 კმ-ის დაშორებით საიდანაც მოხდება 12.4 კმ-იანი სადაწნევო გვირაბის საშუალებით წყლის გადაქაჩვა მტკვარი ჰესისკენ.

ასპინძის ჰესის სიმძლავრე იქნება დაახლოებით – 46.2 მგვტ