სატესტო პოსტი
ასპინძის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ასპინძის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასპინძის მეფე თამარის ქუჩის 200 მ-იანი მონაკვეთზე, რომელიც 3 დღეში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ ქუჩებზე: დაბის რუსთაველის ქუჩის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, გურამიშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის 1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.