„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-2025 “

⭕ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 “-ის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

🔸სოფლის საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში: აწყვიტაში, ტოლოშში, ხერთვისში, გელსუნდაში, ხიზაბავრაში, საროში, ნიჯგორში, ვარგავში, თოკში, ოთასა და ივერიაში.

🔸აღნიშნულ შეხვედრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔸კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

🔸პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია – გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

🔸აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის

გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.

🔸დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.