„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-2026 “

⭕ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026 “-ის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფლის საერთო კონსულტაცია გაიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში.

კონსულტაციაზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 294 ათასი ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტისათვის თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო, გთავაზობთ კრებებისა და კონსულტაციების ჩატარების გრაფიკს:

ბრძანება იხილეთ აქ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას

🔸მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა.

🔸ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას.

🔸აღნიშნულ ინიციატივას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N72-ე დადგენილება ,,სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ”, ასევე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად რაც ითვალისწინებს განაშენიანების დეტალური გეგმების და მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების პროცესის დიგიტალიზაციას.

🔸აღნიშნული კანონმდებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან.

🔸ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს

მუნიციპალიტეტში, ქალაქთმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსების და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტს.

🔸აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია უკვე არსებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმა MS.GOV.GE.

⭕MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3(სამი) პლატფორმისგან:

მოქლაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge

საქართველოს ინტერაქტიული https://maps.municipal.gov.ge

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge

🔸მოქალაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადება (I კლასის, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები) ფენის სახით ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

⭕აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს:

🔸მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური, იურიდიული);

ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;

🔸წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;

🔸საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს;

🔸მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებს და შეტყობინებებს.

🔸ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს.

,,მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის“ ხარჯვის წესში  დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან მერიის ინიციატივით   და მხარდაჭერით მიზნობრივი ,,მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის“ ხარჯვის წესში  დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე.

იხილეთ მეტი აქ.